პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი.
ცვლილებების თანახმად, 2022 წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება.
ასევე, შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები. 2023 წლიდან ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ახალი სტანდარტებით გაივლის.
კანონპროექტი ეტაპობრივი ავტორიზაციის საკითხებსაც მოიცავს, კერძოდ 2025-2030 წლებში ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია, გაწერილი გრაფიკის საფუძველზე განხორციელდება.