„საქართველოში უნდა გაკეთდეს დიდი მოძრაობა“ – ტელეკომპანია პირველის ეთერში გუბაზ სანიკიძემთავისი ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა.
ოპოზიციამ შეუძლებელი უნდა მოახერხოს – უარი უნდა თქვან თავიანთ პარტიულ ინტერესებზე, ნუ დაშლიან, გადაწიონ უკან და გაკეთდეს დიდი მოძრაობა. ამის გამოცდილება არის, სხვათაშორის, საქართველოში სულ კოალიცია იგებდა. წყლის ბუნება უნდა ჰქონდეს – შემდინარე და გამდინარე, ვიღაცა შედის, ვიღაცა გადის; პოლიტიკური ჯგუფები, კერძო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ, საზოგადოებრივი ცენზის მქონე ადამიანები. ასეთი უნდა გაკეთდეს. მე რომ მკითხოთ, საერთიდ არაფერი სახელი არ უნდა დაერქვას, მარტო ეს უნდა დაერქვას – “მოძრაობა”. თან ილია ჭავჭავაძის თეზისია ხომ ეს – განაცხადა სანიკიძემ.