აბასთუმანში სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, საუბარია, Marriott International-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდზე – ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც თანაინვესტირების ფონდს ესაუბრა.
როგორც ფონდში ამბობენ, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 69 მლნ დოლარია. სასტუმრო იგივე სეგმენტზეა გათვლილი, რაზეც „პარაგრაფ შეკვეთილი“.
ცნობისთვის, 150 ნომრიან სასტუმრო Autograph Collection-ში თავმოყრილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.