უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის. მე საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ. ბუნებრივია, გუშინდელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა live რეჟიმში იმ ინფორმაციების, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა. ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი არის შემდეგი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.