OECD ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესს წყვეტს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომელიც მსოფლიოს 38 ქვეყანას აერთიანებს, ურკაინაში ომის დაწყების გამო, მასში რუსეთის გაწევრიანების პროცესს ოფიციალურად წყვეტს. რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ჯერ კიდევ 8 წლის წინაც ცდილობდა, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს, OECD-იმ გაწევრიანების პროცესი გადადო, დღეს კი ოფიციალურად შეწყვიტა.

ამასთანავე, OECD რუსეთში არსებულ წარმომადგენლობასაც დახურავს.

“საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად შეწყვიტოს რუსეთთან გაწევრიანების პროცესი, რომელიც 2014 წელს გადაიდო.

საბჭომ ასევე სთხოვა გენერალურ მდივანს გადაედგა აუცილებელი ნაბიჯები OECD-ის მოსკოვის ოფისის დახურვისთვის და შეწყვიტოს ყველა მოწვევა რუსეთში მინისტრების დონეზე და იმ ორგანოებში, სადაც ჩამოთვლილია როგორც მოწვეული მხარე.

საბჭომ გადაწყვიტა გააძლიეროს OECD-ის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის.

OECD-ის საბჭო გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის ეკონომიკური და სოციალური შედეგების შეფასებას, ასევე სამხედრო კონფლიქტის ენერგეტიკულ ბაზარზე ზემოქმედების შეფასებას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკას განიხილავს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) აღმასრულებელ დირექტორთან და გენერალურ დირექტორთან,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share