გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორ ტერმინალს ააშენებს ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით, რათა შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
„ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან“, – განუცხადა მან დეპუტატებს ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე