ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად მიღებაზე საუბარი უკვე დაიწყო. აღნიშნულს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ასე ეხმაურება:
“სანამ ჩვენ ვუსმენთ, როგორ გვაბოლებს სცენის უკან დამალული ივანიშვილი ხელზე წამოცმული თოჯინებით – წულუკიანებით, ღარიბაშვილებით, კობახიძეებით, ევროკავშირში დაიწყო დაჩქარებული პროცედურები უკრაინის მისაღებად. თუ გავითვალისიწინებთ, რომ იგივე ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, კიევს ნატოშიც მიიღებენ და საბოლოდ განთავისუფლდება ფაშისტური რუსეთის მძევლობიდან. დღეს მსოფლიოში ახალი რეალობაა, რომელსაც აღარ აშინებს ოკუპირებული ტერიტორიები და ფაშისტური რუსეთის ძლევამოსილება. ამ რეალობისთვის მთავარი თვითონ ერების განწყობა და სამოქალაქო მზაობაა. და თუ ამ რეალობას ფეხი დროულად არ ავუწყეთ, კიდევ რამდენიმე ათეული წელი დავრჩებით პუტინის ბოსტანში დაბმულები – რუსი ტირისტების მოცეკვავეებად, მომღერლებად, მზარეულებად და გიდებად. შიგასაშიგ ჟირიოვსკები და სალავიოვები წამოგვარტყამენ ხოლმე და ჩაგვიღრუტინებენ. მაგრამ ნუ გეშინიათ, სხვას არაფერს გვიზამენ – წულუკიანი და ღარიბაშვილი გადაგვარჩენენ. უფრო სწორედ, ვის ხელზეც ეს თოჯინები არიან წამოცმული – ივანიშვილი. ნუ, თავის მხრივ ივანიშვილი კი ჩანს ვის ხელზეცაა წამოცმული და ასე, ვუყუროთ თაობებმმა თოჯინის თოჯინების უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლებს… თავისუფლების მატარებელი კი სადაცაა გავა სადგურიდან-წერს გრძელიშვილი.