უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ბუჩაში ე.წ. კადიროველების განადგურების დეტალებს სოციალურ ქსელში წერს:
“მოკლედ, ბუჩაში რაც მოხდა, ეხლა მოგიყვებით იმტომ, რომ უკვე გამოჩნდნენ თვითმარქვია გმირები.
კადიროველები გაანადგურა 72-ე ბრიგადამ და კორდინაციულმა მუშაობამ დკრ-თან…. კადიროველების კოლონის განადგურება მოხდა არტილერიით!!!!!!
მიუხედავად იმისა, რომ მეც ადგილზე ვიმყოფებოდი, არ დამინახია ცოცხალი კადიროველი, მკვდრები ვნახე.
იმტომ, რომ გაანადგურა არტილერიამ!!!!! ავტომატით ბრძოლა იქ იმ დროს არ ყოფილა!!!!!!
რაც შეეხება მათთან შეჯახებას, მოხდა უკვე კიევში, დივერსიულ ჯგუფთან ორ წერტილში ერთი ჟულიანის აეროპორტის მიმდებარედ და მეორე ტრაეჩინაზე… სადაც იმუშავა “ალფამ” და დკრ-ის ჯგუფებმა!!!”, – წერს ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. პუტინს თანადგომა ჩეჩნეთის ლიდერმაც გამოუცხადა და ე.წ. კადიროველები გადაისროლა უკრაინაში.