საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელორუს სპორტსმენებს პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა, რომელიც 4–დან 13 მარტს პეკინში იმართება.
მანამდე კომიტეტი აცხადებდა, რომ მათ შეჯიბრებებში მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით შეეძლოთ.