“უკრაინა დაექვემდებარა ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას, ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან”

რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ნაწილებად დაყოფა, ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ “ნაცისტური იდეოლოგიის ქვეყანაა” და მოსკოვი მეზობელი ქვეყნის “განთავისუფლებას ცდილობს”.

“2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უკრაინა დაექვემდებარა ნაციონალისტური იდეოლოგიის გავლენას. ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა ნატოს ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანი არაა უკრაინის ტერიტორიების ნაწილებად დაყოფა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები”, – ამბობს პესკოვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share