ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში საქმიანობას აჩერებს, – ამის შესახებ ეუთო-ს განცხადებაშია აღნიშნული.
“მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა, ახლა დატოვებს უკრაინას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ეუთო-ს ადგილობრივ წევრებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კიევიდან კიდევ ერთმა კოლონამ დაიწყო გასვლა.
„კრამატორსკსა და სიევიეროდონეცკში დისლოცირებული ადგილობრივი მისიის წევრების გადაადგილება გრძელდება მაშინ, როცა მარიუპოლში დისლოცირებულთა გადაადგილება ჯერ კიდევ შეჩერებულია უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. კიევიდან ეროვნული მისიის წევრთა კიდევ ერთმა კოლონამ დაიწყო გამოსვლა,“- აცხადებენ ეუთო-ში.