მსოფლიომ დღეს რუსეთისგან ფინანსური მოგებაზე და სარგებელზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი თავის ახალ მიმართვაში და სანქციების ახალი პაკეტს აუცილებლობაზე საუბრობს:
“ძვირფასო უკრაინელებო, უკვე 12-ე დღეა რუსული აგრესიისგან თავს ვიცავთ. ომი და მკვლელობა ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა, თუმცა ომი ჩვენამდე მაინც მოიტანეს. იძულებულები ვართ ავიტანოთ და გადავლახოთ ის რაც ევროპის არც ერთ ქვეყანას 75 წელია არ გადაუტანია. დღეს უკრაინაში ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხიც წყდება. ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარება ჩვენ პარტნიორებს და მეგობრებს აქტიურად ვესაუბრები.
თუ რუსეთი არ შეწყვეტს ჩვენს ქვეყანაში ომს და უარს არ იტყვის ჯარის გაყვანაზე, დასავლეთი ვალდებული იქნება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს. ამასთან დააწესოს ემბარგო. სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ რუსულ პროდუქციას. საერთაშორისო საზოგადოებამ დაძლიოს შიში და უფრო გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს. მსოფლიომ დღეს რუსეთისგან ფინანსური მოგებაზე და სარგებელზე ფიქრი უნდა შეწყვეტოს.” თქვა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტმა ცის დაკეტვის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთს.
“აუცილებელია დავხუროთ ცა ან გადმოგვცეთ თვითმფრინავები რაც შეიძლება მალე. კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის გადასარჩენად? რით განსხვავდებიან ხარკოვის ან ნიკოლაევის მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგისგან ან ვენისგან? ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. ცის გაწმენდას“, – თქვა ზელენსკიმ.