“სიგიჟეა, 12 წლის ვიყავი, როცა მომიწია ჩემი ქვეყნის დატოვება და გაქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები შემოიჭრნენ ჩემს ქვეყანაში. აქ გადმოვედი, გავიზარდე, საკუთარი ბიზნესი ავაშენე, ოჯახი შევქმენი და შვილები უკრაინაში შევიძინე. უკრაინაში ძლიერი ვიყავი. და შემდეგ იგივე ხდება აქ, იგივე ხალხი. ჩემთვის ეს ძალიან პირადია. 12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა – 42 წლის აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაჩერებლად”
ასე უპასუხა ეროვნებით ქართველმა, უკრაინაში პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ FOX NEWS-ის კითხვას, როგორი გრძნობაა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, როცა მისი ორივე სამშობლო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.