უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიევის ოლქში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისას, კოლონა ჩაცხრილეს. დაღუპულია 7 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 11 მარტს მოხდა.
“კოლონაში მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ. დაჭრილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. კოლონაში გადარჩენილი ნაწილი, ოკუპანტების იძულებით უკან გაბრუნდა და ამ დრომდე ვერ ახერხებენ ადგილის დატოვებას” ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის შეუძლებელია ამ ადამიანებთან დაკავშირება და მათთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.