6 ათასი სანქცია, მხოლოდ 16 დღეში – უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ახლა მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა და პუტინის ე.წ.-მა “ძერჟავამ”, ჩრდილოეთ კორეას, სირიას და ირანსაც გადაუსწრო;
რუსეთი დეფოლტის წინაშეა, საერთაშორისო სანქციების გამო, მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა; ოკუპანტი ქვეყანა, ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს მსოფლიში ცნობილმა ბრენდებმა, რუსული კომპანიები გააქრეს საერთაშორისო სავაჭრო ქსელებიდან, რუსი ოლიგარქები და პუტინის გარემოცვის წევრები კი ევროპულ და ამერიკულ ბანკებში გადანახული მილიონობით დოლარს, მდიდრული სახლებს და იახტებს კარგავენ.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა ანდრეი მელნიჩენკო, რომელიც 578 მილიონ დოლარად შეფასებულ მეგა იახტაზე, ჯენიფერ ლოპესს და სნუფ დოგს ვეღარ უმასპინძლებს; ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებს მალე იმ წარსულის გახსენება მოუწევთ, როცა ეს ქვეყანა რკინის ფარდის მიღმა, მთელი სამყაროსგან იზოლირებული ცხოვრობდა.
ხალხს, ვისაც არც საკუთარი და არც სხვა ადამიანების სიცოცხლის და თავისუფლების ფასი არ ესმის, ალბათ არც თავისუფალი მუსიკა დასჭირდებათ, – ამიტომ ოკუპანტ ქვეყანას, კედელი ფინქ ფლოიდმაც ამოუშენა.