ახალგაზრდა გოგო მეგი შურუპოვა, რომლის გადასარჩენადაც არა მარტო ოჯახმა და მისმა მეგობრებმა, არამედ მთელმა საქართველომ ძალიან ბევრი იბრძოლა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
მეგის ლეიკემიის უმძიმესი ფორმა გასულ წელს დაუდგინდა. მას შემდეგ შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი მეგისთვის, რომლის მეშვეობითაც თავდაპირველად მას გაუკეთდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. შემდეგ საჭირო გახდა სხვადასხვა სახის პროცედურული და ძვირადღირებული მკურნალობის ჩატარება. ის სტამბულში იმყოფებოდა და ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული მეგის გადარჩენის საქველმოქმედო ფონდში, თუმცა, სამწუხაროდ, მეგის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მეგი შურუპოვა ოზურგეთში- სოფელ ოზურგეთში ცხოვრობდა. მას 4 წლის შვილი დარჩა.