საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.
ზურაბიშვილის თქმით, მათი საუბრის თემა, საქართველოს დაჩქარებულ ევროინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.
,,ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს, საქართველოს დაჩქარებული წესით, ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობა ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზურაბიშვილი.