ქართული ოცნების ამომრჩეველო,
ჩემო ძვირფასო, მოდი ერთი კონკრეტული საკითხი განვიხილოთ.
ვინმე ნაცი მეზობელი ხომ გყავს. 25-30 წელია, ერთ კორპუსში ცხოვრობთ. ხან ერთსა და იმავე პარტიას აძლევდით ხმას, ხან – სხვადასხვას. ახლა შენ ქოცი ხარ, ის – ნაცია.
ხომ მეზობლობთ ისევ. გიყვართ ერთმანეთი ან პატივს სცემთ.
ეზოში ჩამოდიხართ, საუბრობთ, პოლიტიკაზე კამათობთ. თქვენი შვილები ერთ სკოლაში დადიან. ახლა, როცა ეზოში დომინოს უბერაცთ და ომის ამბებს არჩევთ, თქვენი ბავშვები იქვე ფეხბურთს თამაშობენ.
ივანიშვილი გეუბნება, რომ ეგ ნაცების მხარდამჭერი მეზობელი სინამდვილეში ომის პარტიის მომხრეა; გეუბნება, რომ ვისთან ერთადაც ერთ კორპუსში ამდენი წელია, ცხოვრობ, ომს ნატრობს და ამიტომ უნდა სხვა მთავრობის მოსვლა.
წარმოგიდგენია ? ივანიშვილი გიმტკიცებს, შენს მეზობელს ბომბის ჩამოვარდნა უნდა კორპუსის ეზოში, სადაც თქვენი ბავშვები თამაშობენო – შენი და შენი მეზობლის შვილები.
რუსული ბომბი გაარჩევს ქოცისა და ნაცის შვილებს ? ან რატომ უნდა უნდოდეს შენი შვილის სიკვდილი ან თავისი შვილი დაღუპვა ? დაფიქრდი – ან შენ და შენს მეზობელს გაგარჩევთ პუტინის ნასროლი ჭურვი ? ხომ წარმოუდგენელია, ეს უნდოდეს შენ წინ მჯდომ ნაცს, რომელიც დომინოს გეთამაშება და პოლიტიკაზე გეკამათება ?!
ხომ იცი, რომ აქ შემოსული და გაბატონებული რუსი არც შენ დაგინდობს და არც სხვას.
ხვდები, რომ თავისი ფულის შესანარჩუნებლად შენ და შენს მეზობელს მტრებად გკიდებთ ერთმანეთს ?!
მოჯლედ, დაფიქრდი და ნუ მოატყუებინებ თავს, ნურც შენ მოიტყუებ თავს იმის გამო, რომ შენი ოჯახის წევრი სადღაც სახელმწიფო სტრუქტურაში დაასაქმეს.
ივანიშვილი ადრე თუ გვიან წავა, თქვენ კი ერთად უნდა იცხოვროთ.
ვახო სანაია