“უკრაინაში ომმა საქართველოში სრული ლუსტრაცია გამოიწვია” – ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
”უკრაინაში ომმა საქართველოში სრული ლუსტრაცია გამოიწვია. დავინახეთ, რამე რომ იყოს, ვინ შეეგუება აქ რუსეთს და ვინ – არა. სინამდვილეში, კარგია ეს პროცესი. ტრაგიკული, მაგრამ გარდაუვალი იყო მსგავსი რეალობის დანახვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვინ არის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვისზე რა წარმოდგენაც მქონდა, მართლდება.
სინამდვილეში – ეს არის არჩევანი რუსეთსა თუ დასავლეთს შორის. აქამდე მივდიოდით და მივედით. გადამწყვეტი დრო დგას.” – წერს სანაია.