”წარმოიდგენლად ყალბი და არაკვალიფიციურია მოთქმები, აბა ეხლა უკრაინამ დაგვიმტკიცოს რაც თქვესო”

”წარმოიდგენლად ყალბი და არაკვალიფიციური და ილუზიების გამამყარებელია მოთქმები, აბა ეხლა უკრაინამ დაგვიმტკიცოს რაც თქვესო” – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:
“წარმოიდგენლად ყალბი და არაკვალიფიციური და ილუზიების გამამყარებელია მოთქმები, აბა ეხლა უკრაინამ დაგვიმტკიცოს რაც თქვესო.
ყალბია ეს აღშფოთება, რადგან ჩვენ თვალწინ ყოველ დღე ეს მთავრობა ყოვლად ამორალურად იქცევა და ომის ფონზე რუსებთან ვაჭრობას შესაძლებლობას ეძახის, მოხსლისეებს და ექიმებს ბლოკავდა, ზელენსკის შეურაცხყოფდა, დევნილებს არ უვლის და ასე შემდეგ. ამიტომ დაუჯერებელი რა გაიგეთ არ მესმის.
მეორე: მთავრობა ამბობს არანაირი სანქციებიო და უმარტივესია შესაბამისად, რომ დიახ აგზავნიან რაღაცეებს, რაც სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. სამხედრო მიზნისთვის მხოლოდ იარაღი არაა, უამრავი სახის ტექნიკა შეიძლება იყოს.
უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სანქციები იყოს და ეს საშიში და ამორალური პოლიტიკა ადვილად არ გასდიოდეთ.
ხოდა კიდე, ‘ბოდიში’ დასავლეთის დაზვერვა რომ უფრო სანდოა ვიდრე აქაური პარტიული ინსტიტუტები
სრულიად გაუგონარია ოპოზიციის ნაწილისგან უკრაინაზე ისრების გადატანა.
საქმეს მივხედოთ, საქმეს და საქმის დიდი ნაწილი სიმართლის თქმაა და არა პრანჭვა.” – წერს ხოშტარია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share