უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი გვაჩვენა – ჯონსონი

”ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი, ვოლოდიმირ, ამ ლომის ღრიალი გვაჩვენე.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ბევრი რამ მენახა თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. ის შესანიშნავი ქვეყანაა. მე ასევე ვნახე ომის ტრაგიკული შედეგები, გაუმართლებელი ომის, აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასაჭირო ომის. მაგრამ კიევში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, თქვენი გუნდის მოსმენის შემდეგ, მე ეჭვი არ მეპარება, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, ისევ აღდგება”-

თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share