ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან.
ის მოსახლეობას სთხოვს, არ მიუახლოვდნენ ასეთ ბომბებს.
“ხარკოვი ახალი ტიპის დაბომბვის წინაშეა. რუსი აგრესორები მათ პარაშუტებით ყრიან. გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ ასეთ პარაშუტებს და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ მაშველებს”,– განცხადა ტერეხოვმა ვიდეომიმართვაში.
მანვე აღნიშნა, რომ შემოჭრის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს 1716 საცხოვრებელი კორპუსი