კიევის რეგიონში 1 222 ცხედარი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორმა ირინა ვენედიტქტოვამ Sky News-ს განუცხადა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ყველა რეგიონში არის ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გამოსასწორებლად“, – განაცხადა ვენედიტქტოვამ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმა რკინიგზის სადგურზე ქალაქ კრამატორსკში, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.