გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდეგ უკრაინაში 1 842 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 493 ადამიანი კი დაშავდა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია.
მათგან 2,3 მილიონი ადამიანი გადავიდა პოლონეთში, 608 ათასზე მეტი – რუმინეთში, 387 ათასი – მოლდოვაში, 365 ათასი – უნგრეთში.