ბათუმში დღეს საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ – ენმ სხდომას არ დაესწრება

დღეს ბათუმში შუალედური არჩევნების შემედეგ საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე  თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ პროცესში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს.

“ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძროაბის გუნდი ბათუმის საკრებულოში არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, არ მივდივართ იმიტომ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ჩვენ არ გვაქვს უფლება რამაზ ჯინჭარაძის მანდატი, სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ, არ გვაქვს უფლება იმის, რომ დავესწროთ რიჟვაძისა და ჩიქოვანის სანახაობას. “ქართულ ოცნებას” მოუწევს ყველაფერზე პასუხის გება, ჩვენ ვალდებულები ვართ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი”, – თქვა ენმ-ს წევრმა, რევაზ ხარაზმა. 

მისი განცხადებით, 2 ოქტომბერს ბათუმმა ოპოზიციური საკრებულო აირჩია, რათა ქალაქში კორუფცია, უწყებების მიტაცება დასრულდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share