საქართველოში COVID-19-ით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 318 ტესტი და დადასტურდა 235 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 496 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.
ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან თბილისში 121 გამოვლინდა, აჭარაში – 9, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 21, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 555, საიდანაც 349 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 2 206 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 76 პირი იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 652 707 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 633 338 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 788.