ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს:
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქნებ რუსეთმა გაიგონოს ჩემი, ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს სამოქალაქო პირებზე, ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციით. ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას ყოველგვარი პირობის გარეშე და უკრაინული მხარისთვის სამოქალაქო პირების გადაცემას. სამხედროებთან დაკავშირებით ჩვენ დაახლოებით პარიტეტი გვაქვს. ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე და მათ თითქმის ამდენივე ჰყავთ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან თავინთ ქმრებსა და ცოლებს – უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით, ჩვენ მათ სიას მუდმივად ვაძლევთ, თუმცა სხვა საკითხია, რომ მტრული მხარე არ თანხმდება ყველას გათავისუფლებაზე, არამედ ათავისუფლებენ მხოლოდ ნაწილს და მხოლოდ მათ, ვისაც თვლიან საჭიროდ. ეს მუდმივი ბრძოლაა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას თავს არ მივანებებთ,“- განაცხადა ვერესჩუკმა.