რუსეთი უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებს ომის ბოლო დღემდე არ შეწყვეტს, ეს კიდევ ერთი თვე მაინც გაგრძელდება – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
„არ უნდა იყოს ილუზიები, ჩვენს ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები იქნება ომის ბოლო დღემდე და ახლა არ არის უსაფრთხო ადგილები. ეს დიდი ირონიაა. მათ ჯერ კიდევ აქვთ ასობით ასეთი რაკეტა… ვფიქრობ, კიდევ ერთი თვე […], უნდა მოვიშოროთ ილუზიები ამ თვალსაზრისით” თქვა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, ოკუპანტები არ რაკეტების ნაწილს „ნატოსთან საშინელი ომისთვისაც“ დაიტოვებენ.