“მადლობა თაკო ჩარკვიანს…”-გიული ალასანია აქციების დაწყების მომხრეა

მიხეილ სააკაშვილის დედა თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აქციები დააანონსა, და პოლიტიკოსს მადლობას უხდის.

როგორც ალასანიამ აღნიშნა,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი ტყვეა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები აქამდეც უნდა გამართულიყო:

“ვფიქრობ, რომ დიდი ხანია ეს (აქციები) უნდა მომხდარიყო. მინდა თაკოს დიდი მადლობა ვუთხრა. ნაციონალური მოძრაობა არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ჩემი შვილი უკანონო პატიმარია, ის პუტინის პირადი ტყვეა. მიმაჩნია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს ციხეში ყოფნას, ისინი რუსეთის პირდაპირი მოკავშირეები არიან”, – განაცხადა ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share