გოგა ხაინდრავა, ბაჩო ოდიშარია… – წულუკიანის მოადგილემ კინოცენტრის კონკურსის დამტკიცებული ჟიური ახლით ჩაანაცვლა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილემ და კინოცენტრის ახალმა დირექტორმა, კარლო სიხარულიძემ კინოცენტრის კონკურსის დამტკიცებული ჟიური მოხსნა და ახლით ჩაანაცვლა. ინფორმაციას კინორეჟისორსა და პროდიუსერ სალომე ჯაშზე დაყრდნობით “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

კარლო სიხარულიძის მიერ დაკომპლექტებული ჟიურის შემადგენლობა კი ასეთია: 

  • გოგა ხაინდრავა – რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, შპს “ლე ხაინდრაო პროდაქშენ-ის” ერთ-ერთი მეწილე
  • ბაჩო ოდიშარია – კინოკრიტიკოსი, Post TV-ის წამყვანი
  • მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
  • რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი
  • ირაკლი სამსონაძე – დრამატურგი და მწერალი
  • გიორგი ცხვედიანი – რეჟისორი
  • გიორგი მეგრელიშვილი – მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი

ცნობისთვის, კარლო სიხარულიძე ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც წულუკიანმა გაგა ჩხეიძე ამ პოზიციიდან ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share