რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა 21 აპრილს მოსკოვის მახლობლად, ტვერის ოლქში მოხდა.
თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა 11 დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით კიდევ ექვსი ცხედარი იპოვეს. ხანძრის გაჩენის მიზეზებს სამხედრო გამომძიებლები იკვლევენ.