”ამბობენ, მშიერ ბავშვებს ღმერთი ეხმარებაო..მე სულ ცაში ვიხედები” – ოზურგეთელი მათეს ოცნება

ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში ცინარიძეების  ხუთ სულიანი ოჯახი ცხოვრობს. 4 წლის მათეს და მის ორ დას უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება. დედა ავადაა, მამა კი ოჯახის სრულფასოვან შენახვას ვერ ახერხებს.

ოთხი წლის მათე საჭმელზე ოცნებობს:

”მე ჭანიეთელი მათე ვარ და საჭმელი არ მაქვს..ზოგჯერ პური მაქვს მაგრამ არ მიყვარს, სულ მარტო პურს ვჭამ..ერთხელ საჭმელთან ერთად მინდა ვჭამო.

მე ღარიბი ვარ..სხვები მდიდრები არიან..ჩემი მეგობრები შოკოლადებს და ნამცხვრებს ყიდულობენ..მე კი ვერა..

წუხელ მუცელი მტკიოდა და მშიოდა, მაგრამ დავიძინე.

ნეტავ მალე გავიზარდო. პროკურორი გამოვიდოდი..პროკურორები მდიდრები არიან,ტელევიზორში ვნახე კაბინეტებში იყვნენ და ლამაზი სახლები ჰქონდათ. პროკურორების დედები ჩემი დედასავით მშივრები არ არიან..გავიზრდები და ჩემს დებს და დედიკოს არ მოვაშიებ.

ახლა საჭმელი სახლში საერთოდ არაფერი არ გვაქვს. ამბობენ მშიერ ბავშვებს ღმერთი ეხმარება..მე სულ ვიხედები ცაში. ღმერთმა არაფერი არ ჩამომიგდო.

ზამთარში თოვლი რომ იყო, თოვლის ბაბუა ჩემთან არ მოვიდა..ყველასთან იყო ჩემს გარდა.. აქ მეტკინა გულში.”

ცინარიძეების ოჯახის საცხოვრებელი პირობებიც ძალიან მძიმეა:

“სახლი ვერ ავაშენეთ , რადგან მამას ცემენტის ფული არ აქვს..

ტელევიზორი კი მეზობელმა გვაჩუქა, მაგრამ  მარტო ხმა აქვს.”

თიბისი ბანკი #GE15TB7969145064300009
საქართ.ბანკი: #GE87BG0000000346009108
მიმღები: ზურაბ ჯღამაძე
დანიშნულება: მათეს
5️⃣7️⃣7️⃣5️⃣6️⃣6️⃣5️⃣9️⃣9️⃣ ვაცაპი ან ვაიბერი
🔴 დახმარების მსურველი ემიგრანტებისათვის
ფეიფალის იმეილი:
🔴ShotooChkhvirkia@gmail.com

წყარო – სიკეთის ქალაქი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share