„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს ისინი ელოდებოდნენ. გიორგი გაბუნიას თქმით, ტელევიზია ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას.
„სამწუხაროდ, მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება სასამართლოსგან. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს. არც ენა, არც მამული და არც სარწმუნოება აღარ არის ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. ახლა კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის ბოლომდე. „მთავარი არხი“ გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ნიკას დამსახურებაა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა. ერთადერთი რა პრობლემაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ ფინანსები და ესეც მხოლოდ ქვეყნის პრობლემიდან მოდის, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს ეკონომიკა და ჩვენს მოხრჩობას წლების განმავლობაში სწორედ ფინანსური პრობლემებით ცდილობენ“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.