ოკუპანტები ფოკუსირებული არიან ლუგანსკის რეგიონის აღებაზე და ხარკოვის ჩრდილოეთით ძალების გაყვანაზე

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთის მიმართულებით. ფოკუსირებული არიან ლუგანსკის რეგიონის აღებაზე და ხარკოვის ჩრდილოეთით ძალების გაყვანაზე. ხერსონისა და ნიკოლაევის ტერიტორიების საზღვარზე ოკუპანტებმა უკრაინული პოზიციების დაზვერვის უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგეს. უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს მაღალი სიმძლავრის თვითმავალი ქვემეხი “პიონი”, რომლითაც რუსმა აგრესორებმა სევეროდონეცკზე იერიში მიიტანეს და პავლოგრადის ხიდი გაანადგურეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share