დონბასში რუსი ოკუპანტების 9 შეტევა იქნა მოგერიებული

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში რუსი ოკუპანტების 9 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით განადგურდა მტრის 5 ტანკი, 4 საარტილერიო სისტემა, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და 2 ავტომანქანა.

“გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 1 უპილოტო საფრენი აპარატი “Орлан-10″, ხოლო საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა 2 საკრუიზო რაკეტა. საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურდა მტრის 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა”, – აცხადებენ გენშტაბში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share