ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროსი“ გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე „როლან გაროსის“ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი მაქსიმ კრესი 5-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსა და იტალიელ ფრანკო აგამენონეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share