მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალური ქსელით საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
“ერის დამოუკიდებლობას გარე მტერზე მეტად შიგნით არსებული მოღალატეები უშლიან ხელს…
არიან ხალხები, რომლებიც ბევრჯერ დაიპყრეს, მაგრამ ვერ დაამონეს და დამოუკიდებლობა მაინც შეინარჩუნეს.
ქართველებიც ასე ვართ, ჩვენი მართვა არ არის ადვილი…
სუსტები კი ყველგან არიან…
თავისუფალ სამყაროში ცხოვრებას ყველაზე დიდი მომზადება სჭირდება…
თაობასთან ერთად საბჭოთა მენტალობაც აუცილებლად წაიშლება და მერე ნამდვილი დამოუკიდებლობა გარდაუვალია…
მანამდე კი გილოცავთ 26 მაისს!..”, – წერს პეტრე კოლხი.