დადასტურდა, რომ სასამართლო კლანი და ქართული ოცნება განუყოფელია – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს საელჩოს პროგრამიდან მოხსნას:
“ეს არის მორჩილება ქართული ოცნების მიმართ და რეალურად გვაქვს სურათი, როდესაც სასამართლო კლანი ქვეყანას აგდებს უმძიმეს მდგომარეობაში განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს რეალურად არის ის, რომ ქართული ოცნება და სასამართლო კლანი არის განუყოფელი ერთმანეთისგან. ეს დადასტურდა ზუსტად, მორჩილი მოსამართლეების გადაწყვეტილებით”- ამბობს დეკანოიძე.
ამასთან, მედიისთვის დღეს, 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ 5 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძესთან ერთად იყო პროგრამაში, აშშ-ში ტრენინგზე არ გაემგზავრება.