კომიტეტები მკვლელობის მუხლებზე სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მესამე მოსმენით მსჯელობას იწყებენ. 7-დან 10 წლამდე იზრდება განზრახ მკვლელობის შემთხვევაში პატიმრობის მინიმალური ვადა. ახალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის შემთხვევაში კი, პირს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობა დაემუქრება.
ცვლილებები ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსაც. კანონპროექტს სესიაზე მომავალ კვირას დაამტკიცებენ