”დღეს დილიდან ატყდა ერთი ამბავი ევროკავშირის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ახლა არანაირი დაპირისპირების დრო არ არის, რაც არ უნდა ნაწყენები ვიყოთ ხელისუფლებაზე. იმიტომ, რომ არის რაღაც დრო, როდესაც მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვანი რაღაცები წყდება. თუმცაღა, არიან საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ასეთი მოქმედებებია საჭირო და ცეცხლს ნავთს ასხამ. კარლ ჰარცელმა ასეთი სიტყვებით მოგვმართა – დაგვეხმარეთო, რომ დაგეხმაროთო. ძალიან დამაფიქრებელი სიტყვებია ეს ჩემთვის – რაღაში უნდა დავეხმაროთ, რაში არ დავხმარებივართ?! მარტო ავღანეთის მისიაში 32 სამხედრო გყვავს დაღუპული.პირველ ადგილზე ვართ ამაშიც. მიდის თითქოს ჩვენი დაშინება რომ კანდიდატის სტატუსს ვერ ეღირსებით თუ კარგად არ მოიქცევით და სულ თითის ქნევის რეჟიმში არიან ჩვენი ე.წ. პარტნიორები.. ” –
ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა.