ირაკლი კობახიძე კარგად განსწავლული გაიძვერაა და სიტყვებით მანიპულირებს – ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე კარგად განსწავლული გაიძვერაა და სიტყვებით მანიპულირებს. – ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ირაკლი კობახიძე კარგად განსწავლული გაიძვერაა და სიტყვებით მანიპულირებს. არც მე არ მითქვამს, რომ ვალდებულება, მაგრამ ვიხმარე სიტყვა შესაძლებლობა. თუ შესაძლებლობას არ გამოიყენებ ევროკავშირი შენს წინაშე, ანუ კანდიდატის წინაშე ვალდებული არ არის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესავლა, ევროკავშირს კი არ უნდა საქართველოში შემოსვლა. ამიტომ ჩვენ  ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ცივილიზებულად მოვიქცევით, როგორც ევროპული ერი, გვექნება ის საკიტხები მოგვარებული რაც ამ განცხადებაშია.” – განაცხადა გია ბარამიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share