”მეფე ჩვეულებრივი პოლიტიკოსია…თუკი შეიძლება შევარდნაძის, გამსახურდიას ან სააკაშვილის კრიტიკა, იმავე წარმატებით შეიძლება მეფისაც ”

“მეფე ხელშეუხებელი პერსონა არ არის, ჩვეულებრივი პოლიტიკოსია” – ამ სიტყვებით დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე II-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

გორგილაძე აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც მოსწავლეებს “გაქვავებულ ისტორიას” ასწავლიან, მნიშვნელოვანია, ლევან ბერძენიშვილის მსგავსმა ადამიანებმა საკუთარი მოსაზრებები ღიად გამოთქვან.

“ძალიან მეზარება ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაი არ იშლიან, თავ ზემოთ ძალა არ არის.

მეფე ხელშეუხებელი პერსონა არ არის.

ჩვეულებრივი პოლიტიკოსია. თუკი შეიძლება შევარდნაძის, გამსახურდიას ან სააკაშვილის კრიტიკა, იმავე წარმატებით შეიძლება მეფისაც.

მითუფრო მეფის, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღო (კარგი თუ ცუდი, ამაზე დავა შეიძლება დიდხანს და ამაოდ).

სინამდვილეში, ამ ჩვენს სტერილურ და გაქვავებულ ისტორიაში, როცა მასწავლებლები მკვდრადშობილ, ნაფტალინიდან ამოღებულ ფრაზებს უყრიან საკენკად მოსწავლეებს, მისწრებაა Levan Berdzenishviliს მსგავსი ადამიანები, ვინც ბასრად და ალესილად, მაამებლობის გარეშე ამბობენ საკუთარ აზრს (ეთანხმებით თუ არა, სხვა საქმეა).

და 1798 წელს გარდაცვლილი მონარქის დასაცავად რომ გამოდის ხალხი და გაჰყვირის “მეფე, მეფე!!!” – ეს, გარდა იმისა რომ კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, მაინცდამაინც კარგად არც თანამედროვე საზოგადოების სიჯანსაღეზე ამბობს რამეს.

ისე კი, წარმომიდგენია რას იტყოდა თვითონ ერეკლე მაგ ხალხზე. ისე, კახურად, ჯიგრულად”,- წერს დავით გორგილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share