შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ თურქეთის პოზიცია, ანკარას მოთხოვნების გარეშე, არ შეიცვლება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის – „სამართლიანობისა და განვითარების“ ყრილობაზე განაცხადა.
„ჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება. ჩვენ არ შევიცვლით ჩვენ პოზიციას ნატო-ს გაფართოების შესახებ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანვე, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს დათანხმება თურქეთის იდეაზე, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას უკავშირდება.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების წინადადება, რომელსაც რამდენიმე წელია ჩვენ ვაყენებთ, წარმატებულად გამოიყურება. მსოფლიოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ უკვე თავად დაიწყო ამის შესახებ საუბარი“ , – განაცხადა ერდოღანმა.