ევროკომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მსოფლიოში ხორბლის დეფიციტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან მოსკოვი უკრაინის პორტებს ბლოკავს.
ბორელის თქმით, ევროკავშირში შემოიღეს სანქციები, რათა რუსეთს ომის გაგრძელებაში ხელი შეუშალონ, თუმცა შეზღუდვები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მათ ტრანსპორტირებას, ამიტომ ხორბალი სანქციებში მოყოლილი არ არის.
“რუსეთის მიერ უკრაინული პორტების მუდმივი ბლოკადა შეუძლებელს ხდის ტონობით ხორბლის ექსპორტს, მათ შორის სიმინდის ექსპორტსაც, რომელიც ახლა უკრაინაშია შეჩერებული – ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. რუსეთი პირდაპირ პასუხისმგებელია ნებისმიერ დეფიციტზე, რომელიც ხორბალს ეხება და ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს აგრესია, ის აქტიურად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა დაკისრებულ სანქციებზე გადაიტანოს. ეს დეზინფორმაცია. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს აღდგენილი. ეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ”, – თქვა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა.