„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი, რომ მხოლოდ მარწყვის მკრეფავ შავ მუშად გაიმეტო უცხო ქვეყანაში და ლეგალურად სხვა სამსახური ვერ შესთავაზო,“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში ეკონომიკური მდგოარეობის გაუმჯობესება დავიჯეროთ, რადგან მხოლოდ ბანკების შემოსავალი იზრდება 1500%-ით, მოსახლეობის კი მცირდება.
„ლარის 10-15 %-იანი ვარდნებიც წინ და უკან, ხომ მხოლოდ ხალხის ძარცვას ემსახურება, ან სად არის ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც გაზრდილი ეკონომიკის თანმდევი უნდა იყოს?! მოკლედ, ესენი ხელისუფლება კი არა, მევახშეები არიან და მხოლოდ ფულის გამოგლეჯვას ცდილობენ. ევროკავშირში მოსახვედრი ამათი გეგმაც მხოლოდ ილუზიაა , რადგან რა ევროკავშირზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის მთავარი სავაჭრო ვალუტა რუბლი ხდება,“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე.