თქვენი საქმე არის ლოთობა! – ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
„მე თქვენი საჯარო განცხადებებიც ვიცი… თქვენი საქმე არის ლოთობა, თქვენი საქმე არ არის აქ ყოფნა… გაიგეთ? ეგ არის თქვენი საქმე… ამიტომ როცა ჩემზე კომენტარს გააკეთებ, კარგად დაფიქრდი… თქვენ რაღაცას იტყვით და მე თქვენ შეგარჩენთ? ბანდიტო, ყაჩაღი ხარ შენ… ყაჩაღობაზე ხარ ნასამართლევი, მოდიხარ და მორალს მიკითხავ აქ…“ – მიმართა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს კირთაძეს.
newposts.ge