“ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით” – სტიქია კახეთში

სტიქია კახეთში – ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფელი უჯარმა დააზარალა. მოსახლეობა შველას ითხოვს.

დასეტყვილია ვენახები და ნათესები, დატბორილია, სახლების პირველი სართულები და განადგურებულია ავეჯი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლა საკუთარი ძალებით უწევთ, რადგან  შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.

დაზარალებულების თქმით, თითქმის ყველა მათგანს საბანკო ვალდებულებები აქვთ, რომელიც პროდუქტის რეალიზაციის შემდეგ უნდა დაეფარათ, თუმცა სეტყვის შედეგად მოსავლის უდიდესი ნაწილი განადგურდა.

“ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული, სახლის სახურავი გადახდილია. არ ვიცი რა გვეშველება”- ამბობს ადგილობრივი.

“არავინ მოსულა, ლუკმა პურის გარეშე დავრჩით!”- აღნიშნავს კიდევ ერთი დაზარალებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share