ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასის ზრდის ტემპი მისი მინიმალური მაჩვენებლიდან 350%-ით არის გაზრდილი, რაც 1973 წლის შემდეგ ორწლიანი პერიოდისთვის უდიდესი ზრდაა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
ანგარიშის თანახმად, ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა ნახშირისა და ბუნებრივი აირის ფასები. ასე მაგალითად, ბუნებრივი აირის ფასი არსებითად მაღალია მის ისტორიულ – 2008 წლის მაქსიმუმზე.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელთან შედარებით „შავ ოქროზე“ ფასი გასულ გაზრდილია 42%-ით, ამასთან 2023 და 2024 წლებში ექსპერტები ნავთობის ფასების 8-13%-იან ვარდნას მოელიან. მოსალოდნელია, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2022 წელს საშუალოდ 100 დოლარი ეღირება ბარელზე. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასი მაინც არსებითად მაღალი დარჩება.
ექსპერტები მოელიან, რომ ტრადიციულ საწვავებზე ფასის მატება პერსპექტივაში გაზრდის ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნას და მისი წილის ზრდას.