ფეისბუქ-მომხმარეველი ოთო მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ”ნაციონალური მოძრაობის” მანდატს აქვეყნებს, რომლის მფლობელი – ზაურ ზარბაზოია დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
მამარდაშვილის განცხადებით, ზარბაზოიას ოფიციალურად არ დაუტოვებია “ნაციონალური მოძრაობა” , ისე გახდა მმართველი პარტიის წევრი:
”ოი საოცრება ხალხო ..
მოკლედ დავწერ ეს მანდატი ეკუთვნის ჩოხატაურის საკრებულოს წევრს ქართული ოცნებიდან ბატონ ზაური ზარბაზოიას .
მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას ოფიციალურად არ დაუტოვებია ენმ და მაინტერესებს ანუ ორ პარტიაშია და ორ პარტიას წარმოადგენს ერთად საკრებულოში თუ რახდება ამ დროს? ” – წერს მამარდაშვილი.