ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირს ალტერნატივა არ აქვს. როგორც კოკაია წერს, ადამიანებს, რომელთაც „გრეჩიხასთან“ ერთად ლობიოს ჭამა ურჩევნიათ, დიდი ალბათობით ლობიოც სანატრელი გაუხდებათ.
„ვისაც „გრეჩიხასთან“ ერთად ლობიოს ჭამა გირჩევნიათ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად ყოფნას, ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ – კოლექტიური „გრეჩიხები” გააგრძელებენ მწვადის ჭამას და ზედ კარგ ღვინოსაც დააყოლებენ, თქვენ კი, დიდი ალბათობით ლობიოც სანატრელი გაგიხდებათ!
ჩემთვის ევროკავშირს არ აქვს ალტერნატივა! შენთვის?“, – წერს ზაალ კოკაია.